
1986 წლიდან დღემდე Advanced Engineering Associates International-მა განახორციელა 80-ზე მეტი გარემოს დაცვითი და ენერგეტიკული პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც გამოირჩევა შესრულების უმაღლესი სტანდარტებით. AEAI-ს დიდი გამოცდილება აქვს ისეთ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, როგორებიც არიან USAID, World Bank და EBRD. ჩვენ ვემსახურებით ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, პოლიტიკისა და მართვის განვითარებას იმისათვის, რომ დავიცვათ გარემო.
გარდა დონორ ორგანიზაციებთან მუშაობისა AEAI ასევე ასრულებს პროექტებს ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ბოსტონის, ვაშინგტონისა და ბალტიმორის ოფისების გარდა AEAI-ს აქვს 47 წარმომადგენლობითი ოფისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე თანმშრომლების გარდა, AEAI ინარჩუნებს ურთიერთობას პარტნიორთა გუნდთან, რომელიც შედგება უფროსი და საშუალო დამოუკიდებელი კონსულტანტებისაგან და თანამშრომლობს ექსპერტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინსტიტუტებთან, ენერგო კომპანიებთან, სამთავრობო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებთან.
AEAI-მ და მისმა პარტნიორთა გუნდმა ჩამოაყალიბა, შეასრულა და წარმართა არა ერთი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი პროექტი. AEAI დიდ ყურადღებას უთმობს განვითარებად რეგიონებს და გამოირჩევა გამჭვირვალე და დისციპლინირებული მენეჯმენტით. ჩვენი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ კარგად გვესმის კერძო და სახელმწიფო სექტორში ენერგო და გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯმენტის ნიუანსები. მიუხედავად იმისა თუ რა სიძნელის და მაშტაბის ამოცანებია გადასაცყვეტი, AEAI-ის შეუძლია უმაღლეს დონეზე გადაწყვიტოს ყველა ასეთი ამოცანა |