
სამაგისტრო პროგრამები ენერგო მენეჯმენტში
ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის უმაღლესი სასწავლებლების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ოთხ უნივერსიტეტს გადაეცა გრანტები ენერგეტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამების შესაქმნელად. სამმა უნივერსიტეტმა უკვე განსაზღვრა სამაგისტრო პროგრამების/მოდულების დაწყების ვადები, ერთ უნივერსიტეტში კი სწავლების პროცესი უკვე დაიწყო. ყველა უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით და მასალებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციისა და რესურსების მოძიება.
ECI - ს კონსულტანტი, პროფესორი ჰამიდ ნეჟადი რეგულარულად ხვდება გრანტიორ უნივერსიტეტებს შემუშავებული პროგრამებისა და მათი მიმდინარეობის შესაფასებლად, ისევე როგორც სტუდენტთა მოზიდვისა და მიღების საკითხების განსახილველად.
აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროექტის მიზანია სამაგისტრო პროგრამის მომზადება “ელექტროენერგეტიკის ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში” და მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორისათვის შესაბამისი მენეჯერული და პროფესიული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
უკვე არსებულ სამაგისტრო პროგრამასთან შედარებით ახალი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სასწავლო საგნების მეტ რაოდენობას და სამაგისტრო ნაშრომისათვის საჭირო ფართომაშტაბიანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას; ახალი სამაგისტრო პროგრამა ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისათვის საქართველოს მოქმედ ენერგო კომპანიებში სტაჟირებას.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პროგრამის “კონცენტრაცია ენერგო ეკონომიკაში” მიზანია კვალიფიციური ეკონომისტების მომზადება საქართველოსა და კავკასიის რეგიონების ენერგეტიკული დარგებისათვის.
პროექტი იმედოვნებს საერთაშორისო დონის აკადემიური და ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკის დანერგვას და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დისკუსიებს ენერგეტიკის პოლიტიკაზე, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და გარემოს დაცვის საკითხებზე. ჩატარებული კვლევები და რეკომენდაციები წარედგინებათ შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო უწყებებს.
ასევე, პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია კვლევები ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვის მიმართულებით.
თბილისის გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი პროგრამის “კონცენტრაცია ენერგო მენეჯმენტში” მიზნად ისახავს სტუდენტს გააცნოს ენერგეტიკის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები და მოამზადოს კვალიფიციურ სპეციალისტები სწავლების საერთაშორისო მეთოდების გამოყენების გზით.
ეს პროგრამა შესთავაზებს სტუდენტებს სასწავლო კურსს პრობლემების გადაწყეტისა და გადაწყვეტილებათა მიღების კუთხით. პროგრამა მოიცავს თეორიულ, კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ პერსპექტიული პროექტების ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზსა და შეფასებას; ასევე ისინი მიიღებენ ცოდნას განახლებადი ენერგიის წყაროებზე და მათი ეფექტური გამოყენების გზებზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა “კონცენტრაცია ენერგიის მოხმარების მენეჯმენტში” მისცემს სტუდენტებს ცოდნას ენერგიის მოხმარების მენეჯმენტში, ელექტრო ენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიებში, განუვითარებს რაოდენობრივი შეფასების უნარებს კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად და ორიგინალური გზებით გადასაჭრელად.
კურსდამთავრებულები შეიძენენ ცოდნას ენერგიის მოთხოვნილების მართვაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გზით.
საგანმანათლებლო პროგრამა
ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის (ECI) ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამა ეხმარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენერგეტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამების შექმნაში.
საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამების (მაგ.: სრული სამაგისტრო პროგრამა, კონცენტრაციები-მოდულები) მომზადება, რომლებიც უპასუხებენ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებს. საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აკრედიტაციის მქონე სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებმა, რომელთაც უკვე აქვთ სამაგისტრო პროგრამები.
ECI-ის ამ პროგრამამ იმთავითვე მიიპყრო საქართველოს განათლების სამინისტროს ყურადღება. უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გაწეული რეკომენდაციები და რჩევები სრულად იქნა გათვალისწინებული ECI პროექტის ხელმძღვანელობის მიერ.
საგრანტო პროგრამის დაწყებამდე, ECI-მ ჩაატარა კვლევა ენერგეტიკის სექტორში, რომელიც მიზნად ისახავდა, იმის გარკვევას თუ რა მოთხოვნილება არსებობს ენერგეტიკის დარგში ცოდნის გაუმჯობესების კუთხით, და ენერგეტიკის რომელ საკითხის შესწავლაზე არსებობს ყველაზე დიდი მოთხოვნა ენერგეტიკის დარგში მომუშავე ხელმძღვანელების და სპეციალისტების მხრიდან. ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად იმ ახალი სამაგისტრო პროგრამების განსაზღვრას, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტები მომავალში შესთავაზებენ სტუდენტებს. კვლევის დროს ჩატარდა პროფესიულ ცოდნაში არსებული ნაკლოვანებების მდგომარეობის შეფასება ენერგეტიკის დარგის მმართველი რგოლის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, ენერგო კომპანიების, სტუდენტებისა და სხვ. გამოკითხვის გზით სპეციალურად შედგენილი კითხვარების საშუალებით. მალევე ECI -მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები.
ECI-ს საგრანტო პროგრამას ბევრი უნივერსიტეტი გამოეხმაურა. ECI პროექტმა სპეციალურად მოაწყო სემინარი, რომლის მიზანიც იყო პროფესიული ცოდნის კვლევის შედეგების გაცნობა საზოგადოებისათვის და ენერგეტიკის დარგში მომავალი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა. სემინარი დაეხმარა ადგილობრივ უნივერსიტეტებს, იმის გარკვევაში (ECI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით), თუ რა რესურსებია საჭირო მომავალში ენერგეტიკის სექტორის კვალიფიციური პერსონალით დასაკომპლექტებლად.
უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს განაცხადები ენერგეტიკის დარგში საუნივერსიტეტო პროგრამების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც სრულად პასუხობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს და მომზადებულ იქნენენერგეტიკის სექტორის საჭიროებებს ECI-ის სადისკუსიო სესიებზე მოწოდებული ინფორმაციის გათვალიწინებით.
წარმოდგენილი საგრანტო წინადადებების შეფასების საფუძველზე, ECI-ის საგრანტო პროგრამამ გრანტი მიანიჭა ოთხ უნივერსიტეტს. გრანტების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 341,000 აშშ დოლარს.
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: კონცენტრაცია ენერგიის მოხმარების მენეჯმენტში.
2. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - კონცენტრაცია ენერგო ეკონომიკაში.
3. ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამაგისტრო პროგრამა: ელექტროენერგეტიკის ტექნოლოგია და მენეჯმენტი.
4. თბილისის გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - კონცენტრაცია ენერგო მენეჯმენტში.
ყველა უნივერსიტეტი შეუდგა საქმიანობას მათი სამუშაო გეგმის მიხედვით, ECI კი, თავისმხრივ, განაგრძობს საგრანტო პროექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. |