
ECI-ს საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპზე გამარჯვებული პროექტები
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგაოდებას (უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) შორის თანამშრომლობას. პროგრამის მთავარი ამოცანაა ამ ორ განშტოებას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება/გაძლიერება ენერგეტიკის დარგის იმ საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც გამოვლინდა ცალკეული შეფასებების შედეგად. ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ღირებული და პროდუქტიულია.
საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში შეირჩა ცხრა საუკეთესო პროექტი. პროგრამის ფარგლებში სულ 54 განაცხადი იქნა მიღებული, რომელთა განხილვა მოხდა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემული იყო “განაცხადთა მოთხოვნის” დოკუმენტში. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 500 000 აშშ დოლარს. პროექტები განხორციელდება უახლოესი 4-11 თვის განმავლობაში.
პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები წარმოადგენენ სამეცნიერო და კომერციულ სახის ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას და მოახდენენ ენერგიის ისეთი ალტერნატიული წყაროების გამოყენების დემონსტრირებას, როგორიცაა ქარისა და გეოთერმული ენერგიის წყაროები.
ECI-ს საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპზე გრანტებით დაჯილდოვდნენ შემდეგი პროექტები:
-
გრანტის მიმღები: კოევოლუციური გადაწყვეტები ენერგეტიკაში
პროექტის დასახელება: საქართვლოს მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციის საკითხების გამოკვლევა
პროექტის ბიუჯეტი: 91, 000.00
პროექტის მიზანია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობის გაუმჯობესება, ჰესის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა მისი საექსპლუატაციო ვადის გახარგრძლივებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით. ეფექტური მონიტორინგის სისტემის შემუშავება, რომელიც შემედგომში გამოყენებული იქნება ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურზე.
-
გრანტის მიმღები: განახლებადი ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი: ქარენერგო - 2
პროექტის დასახელება: ქარის ენერგეტიკული პოტენციალის გამოკვლევა და ქარის საპილოტო ელექტროსადგურის მშენებლობა გორის რაიონში
პროექტის ბიუჯეტი: 70,000.00
წარმოდგენილი პროექტის მიზანია გორის რაიონში ქარის რეჟიმის მიკრომასშტაბური გამოკვლევების ჩატარება, მძლავრი (რამდენიმე ათეული მეგავატი სიმძლავრის) ქარის ელექტროსადგურის მაჩვენებლების გაანგარიშება და მცირე (10 – 15 კილოვატი) სიმძლავრის ენერგომომარაგების საპილოტო სისტემის შექმნა ქარის ტურბინის გამოყენებით.
-
გრანტის მიმღები: მეცნიერება და ენერგეტიკა
პროექტის დასახელება: “ენერჯი ონლაინ” – ენერგეტიკული სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის განვითარება
პროექტის ბიუჯეტი: 60,000.00
საგრანტო პროექტის ძირითადი მიზანია სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) რეგიონული ენერგეტიკული ელექტრონული ჟურნალის (“ენერჯი ონლაინ”) და შესაბამისი თემატური ინტერნეტ-ფორუმის (“ტექნო-ენერჯი”) ფუნქციონირების ტექნიკური და სარედაქციო უზრუნველყოფა. (აღნიშნული პროექტი დაიწყო საგრანტო პროგრამის პირველ ეტაპზე).
-
გრანტის მიმღები: საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია
პროექტის დასახელება: სტეფანწმინდის რაიონის ენერგოუზრუნველყოფის ალტერნატიული შესაძლებლობები
პროექტის ბიუჯეტი: 45,000.00
პროექტის “სტეფანწიმნდის რაიონის ენერგოუზრუნველყოფის ალტერნატიული შესაძლებლობები” მიზანია რაიონის ენერგოუზრუნველყოფის ოპტიმალური ალტერნატივების გამოვლენა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება..
-
გრანტის მიმღები: საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
პროექტის დასახელება: ადმინისტრაციული ერთეულის არსებული ენერგეტიკული მდგომარეობის და პოტენციალის შესწავლა ენერგეტიკული პასპორტის შექმნის მიზნით (დუშეთის მაგალითზე)
პროექტის ბიუჯეტი: 65,000.00
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის ენერგოუზრუნველყოფის არსებული მდგომარეობის და ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა, რომელთა განხორციელებაც აამაღლებს ადმინისტრაციული ერთეულის ენერგეტიკული უსაფრთხოების დონეს და რეგიონში შექმნის ინფრასტრუქტურის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელ პირობებს.
-
გრანტის მიმღები: საქართველოს გეოთერმული ასოციაცია
პროექტის დასახელება: საპილოტო პროექტი გეოთერმული რესურსის გამოყენებით ხობში
პროექტის ბიუჯეტი: 85,000.00
პროექტის მიზანს წარმოადგენს საპილოტო პროექტის განხორციელება ხობის რაიონულ საავადმყოფოში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს საავადმყოფოს თბომომარაგების სისტემის რეაბილიტაციას საავადმყოფოს ეზოში არსებული გეოთერმული წყლის გამოყენებით.
-
გრანტის მიმღები: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”
პროექტის დასახელება: სტუდენტები ენერგოეფექტურობისათვის
პროექტის ბიუჯეტი: 19, 443.00
პროექტის მიზანია ქუთაისსა და იმერეთის რეგიონებში ენერგომოხმარების ეფექტურობის ხელშეწყობა ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლების, სტუდენტების მოტივაციისა და ამ მიმართულების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გზით.
-
გრანტის მიმღები: ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
პროექტის დასახელება: ქალთა აქტივობის გაძლიერება მდგრადი ენერგიების განვითარებისათვის გალისა და ზუგდიდის რაიონებში
პროექტის ბიუჯეტი: 9, 977.00
პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიების პოპულარიზაცია გალისა და ზუგდიდის რაიონის მოსახლეობაში, ქალთა ჯგუფების მობილიზაცია და მათი საზოგადოებრივი გააქტიურება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზი და ქართველი ქალები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრეინინგებში განახლებადი ენერგიის წყაროების თემაზე.
-
გრანტის მიმღები: მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
პროექტის დასახელება: საქართველში ფიქალის აირის მოპოვებისა და მისი პოტენციალის გამოყენების წინასწარი კვლევა, სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავება
პროექტის ბიუჯეტი: 44,199.00
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თიხა ფიქალის ბუნებრივი აირის გამოყენების პოტენციალის პირველადი შეფასება და მის რაციონალურ ათვისებაზე მიმართული სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავება, ისევე როგორც მასალის მომზადება საქართველოში ფიქალის გაზის წარმოების სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისათვის.
ECI – სა და საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ პროექტებს შორის უკვე ჩამოყალიბდა მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა და შემუშავებულ იქნა ცალკეული პროცედურული წესები, რომლებიც დაეხმარებიან აღნიშნულ პროექტებს დასახული მიზნების მიღწევაში. |