Georgian Version








 

 

 


აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების ECI პროექტი შექმნილია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
პროექტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მმართველი რგოლის ცოდნის ამაღლება, რომ მათ კიდევ უფრო უკეთ შესძლონ საქართველოს, როგორც ენერგიის მწარმოებლის და ასევე, ენერგომატარებლების სატრანზიტო  (ჩრდილოეთიდან სამხრეთით და აღმოსავლეთიდან დასავლეთით) ფუნქციის განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფი ენერგო კომპანიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების  ცოდნისა და მართვის უნარების გაუმჯობესებას.

პროექტი ხელს უწყობს ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის და  სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების პროცესს, რაც ითვალისწინებს სხვა ქვეყნების  ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას და ამ პროცესში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას. პროექტს ახორციელებს ამერიკული კომპანია Advanced Engineering Associates International (AEAI).

ECI -ის მიზანია:
ამოცანა 1: ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზისა და დიალოგის გაუმჯობესება საგრანტო პროგრამების განხორციელების გზით, მოკლე თუ გრძელვადიანი თრეინინგებითა და ტექნიკური დახმარებებით;
ამოცანა   2: ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებული მმართველი რგოლის პირთა ცოდნის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე, მთავრობაში, ენერგო კომპანიებსა და სხვა უწყებებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის გზით;
ამოცანა  3: საქართველოს ევროპულ და რეგიონულ ენერგეტიკულ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის მხარდაჭერა რეგიონულ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობის გზით.

საქმიანობა  1:  პოლიტიკის ანალიზი და დიალოგი
ECI გრანტებს გადასცემს არასამთავრობო, კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს, ენერგეტიკის მიმართულებით სათანადო კვლევებისა და ანალიზების განსახორციელებლად, რომ ხელი შეუწყოს ენერგეტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე  საზოგადოების ცნობიერების ამაღლლებას, და მთავრობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას.
მიზნების მიღწევას ECI პროექტი აპირებს საგრანტო პროგრამების, ტრეინინგებითა და ტექნიკური დახმარებებით წინასწარ განსაზღვრულ ენერგეტიკულ საკითხებზე.

საქმიანობა 2: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკულ სექტორში პროფესიონალთა მოსამზადებლად
საგანმანათლებლო პროგრამა მხარს უჭერს საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებს. აღნიშნულის მიღწევას პროექტი გეგმავს გრძელი და მოკლე ვადიანი სასწავლო პროგრამების შექმნის გზით; უმაღლეს სასწავლებლებში ენერგეტიკის მენეჯმენტის სწავლებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სახელდობრ: ზოგად მენეჯმენტში, ტექნიკურ მენეჯმენტსა და პროექტების მენეჯმენტში და პოლიტიკის მომზადების, განხორციელებისა და რეგულირებაში. 

საქმიანობა   3:  ინტერგრაცია ევროპულ და შავი/კასპიის ზღვის ენერგო ბაზრებთან
ECI ხელს უწყობს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს გაეცნონ ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.   პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასწრებას ათენის ენერგეტიკული გაერთიანების, მინისტრთა საბჭოს, ევროკომისიის მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებსა და გაზისა თუ ელექტროენერგიის დისტრიბუციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე; ისევე როგორც სთავაზობს ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ათენის ენერგეტიკული გაერთიანების წევრთა მოთხოვნებსა და პირობებზე.

საგრანტო პროგრამა.  ECI უკვე შეუდგა საგრანტო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვან საკითხებს.  პროგრამის ფარგლებში, ECI გრანტებს გადასცემს არასამთავრობო, კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს, სათანადო კვლევებსა და ანალიზების განხორციელებისათვის, რომელიც დაეხმარება საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის სექტორის საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში. შემდგომი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ლინკს.

სასტიპენდიო პროგრამა.  ECI ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უკვე დასაქმებულ ან ამ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულ პირთა ცოდნის გაუმჯობესების მიზნით.  ECI პროექტის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი გულისხმობს პროფესიონალთა განათლებასა და თრეინინგს. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ პირებს,  რომ მათ ECI სტიპენდიების მოპოვების გზით აიმაღლონ კვალიფიკაცია. შემდგომი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ლინკს.

საუნივერსიტეტო პროგრამა. ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამა ეხმარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენერგეტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამების შექმნაში.  საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აკრედიტაციის მქონე სახელმწიფო და კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა, რომელთაც უკვე აქვთ სამაგისტრო პროგრამები. პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამების (მაგ.: სრული სამაგისტრო პროგრამა, კონცენტრაციები-მოდულები) მომზადება, რომლებიც უპასუხებენ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებს.  შემდგომი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ლინკს.

ECI პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი ძალისხმევით.

საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური კონფერენცია თემაზე “ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”
მაისი 21 – 22, 2010

ამა წლის 21-22 მაისს, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური  კონფერენცია სახელწოდებით ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”.

კონფერენცია ჩატარდა  სამაგისტრო პროგრამა ელექტროენერგეტიკის  ტექნოლოგიასა და მენეჯმენტში” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის  მხარდაჭერით. ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზნია საქართველოს ენერგეტიკული სექტორისათვის კვალიფიცირებული კადრების მომზადება.

იხილეთ ვრცლად

Copyright © 2009 AEAI, Inc. All rights reserved.
The information provided on this website is not official U.S. Government information and does not represent the views or position of U.S. Agency for International Development or the U.S. Government