Georgian Version








 

 

 


ECI-ს რეგიონალური ინიციატივა პროექტის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და შავი/კასპიის ზღვის აუზის ენერგო ბაზრებზე საქართველოს რეგიონული ინტერგრირების ხელშეწყობას.

პროექტის ამ კომპონენტის ფარგლებში, ECI რეგულარულად ახორციელებს საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ ენერგეტიკულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ინსტიტუტებში, ენერგეტიკული პოლიტიკის უკეთ განხორციელების მიზნით.

ECI რეგულარულად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ნაწილობრივ ან სრულად  აფინანსებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლობის მონაწილეობას მთელ რიგ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ისეთი როგორიც არის: ათენის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს შეხვედრები.
  • საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნაზღაურებს სამგზავრო ხარჯებს ათენის ენერგო საზოგადოებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა  რეგიონალური  ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე დასასწრებად.
  • ფინანსურად  უზრუნველყო საქართველოს მთავრობის ორი წარმომადგენლის დასწრება ევროკომისიის მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე და გაზის დისტრიბუციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა  ზაგრებში (ხორვატია), ევრო კომისიისა და USAID -ის დაფინანსებით.
  • დააფინანსა იტალიაში (ფლორენცია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის სწავლება ენერგეტიკული საწარმოების რეგულირების საკითხებზე.
  • უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების დასწრებას PURC-ს  მიერ ფლორიდაში რეგულირების საკითხებზე ორგანიზებულ სასწავლო სესიებზე.

გარდა ამისა, ECI-ს კონსულტანტი ქ-ნ ლეილა უზიკანინი პერიოდულად ამუშავებს და სამინისტროს წარუდგენს მოხსენებებს ათენის ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანების პირობების შესახებ. ის ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის და მარეგულირებელი ბაზის ანალიზს საქართველოს ათენის ენერგეტიკულ ქარტიასთან მიერთების ხელშეწყობის მიზნით.

ქ-ნ უზიკანინი განაგრძობს საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის შეფასებას, რითაც ეხმარება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  საქართველოსა და ევრო კავშირის ენერგეტიკული კანომდებლობებს შორის არსებული განსხვავებების უკეთ გათვითცნობიერებაში. ქ-ნ უზიკანინი რეგულარულად წარმოადგენს ანგარიშებს ჩატარებულ ღონისძიებათა შედეგებზე. მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, იგი შესაბამის უწყებებს  აწვდის რეკომენდაციებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო გეგმებს და უწევს სხვადასხვა სახის კონსულტაციას.
Copyright © 2009 AEAI, Inc. All rights reserved.
The information provided on this website is not official U.S. Government information and does not represent the views or position of U.S. Agency for International Development or the U.S. Government