Georgian Version








 

 

 


საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური კონფერენცია თემაზე “ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”
მაისი 21 – 22, 2010

ამა წლის 21-22 მაისს, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური  კონფერენცია სახელწოდებით ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”.

კონფერენცია ჩატარდა  სამაგისტრო პროგრამა ელექტროენერგეტიკის  ტექნოლოგიასა და მენეჯმენტში” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის  მხარდაჭერით. ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზნია საქართველოს ენერგეტიკული სექტორისათვის კვალიფიცირებული კადრების მომზადება.  

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო  წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაციებს, რის  შემდეგაც მუშაობა გაგრძელდა  ხუთ სექციაში: ენერგეტიკული ტექნოლოგიები, ენერგეტიკული ეკონომიკა და მენეჯმენტი, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, ენერგეტიკული განათლება. წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო ნაშრომები შემდეგ თემებზე:  ენერგო ეფექტური სკოლების დაარსება ქუთაისსა (საქართველო) და არარატში (სომხეთი) ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში”, მდინარე რიონის ენერგეტიკული განვითარების პერსპექტივები”, ენერგიის ნაკადების დიაგრამების გამოყენება თბური სისტემების ენერგო ეფექტურობის შეფასების დროს”, “განახლებადი ენერგიის რესურსები საქართველოში და თბური გაზების ემისიების შემცირების შესაძლებლობები”,ჰაერის დაბინძურების მარაგის კოეფიციენტის კვლევა სატრანსპორტო ქსელებისათვის”, ახალგაზრდების დასაქმება და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება საქართველოში” და სხვა მრავალი.

AEAI-ის კონსულტანტმა, პროფესორმა ჰამიდ ნეჟადმა ასევე მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ენერგეტიკის სექტორის მომავალი: გაურკვევლობები და შესაძლებლობები”.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო მრგვალი მაგიდის დისკუსიებს თემაზე: “უმაღლესი და პროფესიული განათლება ენერგეტიკის სფეროში: ამჟამინდელი მდგომარეობა, პრობლემები და თანამშრომლობის შესაძლებლობები” სადაც ECI-ს გრანტიორმა უნივერსიტეტებმა განიხილეს ენერგეტიკის დარგის ახალი სამაგისტრო პროგრამები და ერთმანეთს გაუზიარეს  მათი განხორციელების გეგმებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სამომავლო და ამჟამინდელი თანამშრომლობის გეგმები და იდეები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე  წარმომადგენელმა.  ღონისძიების ორივე დღემ წარმატებით ჩაიარა. კონფერენციის მთავარი სესიების გარდა, ორგანიზატორებმა სტუმრებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც შესთავაზეს, მათ შორის ვიზიტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც  მდებარეობს ქუთაისში.


სემინარი ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე
2010 წლის 15 - 16 მაისი

2010 წლის 15-16 მაისს, ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ორგანიზებით ქ. სიღნაღში ჩატარდა სემინარი ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც უძღვებოდა AEAI-ს კონსულტანტი პროფესორი ჰამიდ ნეჟადი.

სემინარის მიზანი იყო ტრენინგის ჩატარება ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე  და  საქართველოს ენერგო მომსახურების სფეროში ბიზნესის განვითარების საკითხების ანალიზი.
სემინარი რამდენიმე სესიისაგან შედგებოდა და მონაწილეებს დაევალათ სხვადასხვა ამოცანების შესრულება.  ბრეინსტორმინგის სესიაზე, რომელიც მიეძღვნა კონსორციუმის ბიზნეს გეგმის შემუშავების საკითხს - ბაზრის კვლევა და სამოქმედო გეგმა, მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად.  თითოეულმა ჯგუფმა განიხილა და მოხსენება გააკეთა კონსორციუმის მომსახურეობის საკითხებზე, სამიზნე ჯგუფებსა და კონსორციუმის მარკეტინგულ საქმიანობაზე;  მეორე ბრეინსტორმინგის  სესიაზე კი,  რომელიც ეხებოდა სამოქმედო, მართვისა და ორგანიზაციის გეგმების მომზადებას,  მონაწილეებმა განიხილეს და მოხსენება გააკეთეს კონსორციუმის სამოქმედო გეგმის, მართვისა და ორგანიზაციის საკითხებზე.

სემინარის ძირითადი საკითხები იყო:
ბიზნეს გეგმა: ძირითადი ცნებები
ბიზნეს გეგმის მთავარი ელემენტები
ბიზნეს გეგმის კომპონენტები და მათი აღწერა-დახასიათება
ბაზრის ანალიზი და სტრატეგია
პროდუქტები და / ან სერვისი
ფინანსური გეგმა
რისკების შეფასება
განხორციელების გეგმა
სემინარზე სამუშაო ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები ბიზნეს გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ენერგო მომსახურების დაფინანსების საკვანძო საკითხებზე.

სემინარზე ყველა პირობა იყო შექმნილი სემინარის წამყვანებსა და მონაწილეებს შორის ნაყოფიერი დისკუსიის წარმართვისათვის.  შეხვედრას დაესწრო დაახლოებით 20-მდე მონაწილე ენერგეტიკული კომპანიებიდან და საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს ამ სემინარის მიმართ. ბ-ნ ნეჟადმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა თავისი პროფესიული გამოცდილება და პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.

ECI კვლავინდებურად განაგრძობს საგანმანათლებლო პროგრამის მხარდაჭერას, რომელიც, თავისმხრივ, მიზნად ისახავს სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფი ენერგო კომპანიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნისა და მართვის უნარების გაუმჯობესებას, რაც დაეხმარება ამ ორგანიზაციებს წარმატებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ენერგეტიკის სფეროში, ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესებას.


ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის საგრანტო პროგრამის მეორე რაუნდში გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია.
2010 წლის  4 მაისი. თბილისი, საქართველო                                                                                                      
ამა წლის 4 მაისს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ თბილისში” გაიმართა გრანტებით დაჯილდოების (საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის) ოფიციალური ცერემონია, სადაც გამოვლინდნენ ECI-ს საგრანტო პროგრამის მეორე რაუნდში გამარჯვებული პროექტები.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და  ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტმა (ECI) საჯაროდ მიანიჭეს გრანტი ენერგეტიკის დარგის პრიორიტეტულ საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დასახელდა ცხრა ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს USAID-ის გრანტს  10,000 აშშ დოლარიდან 100,000 აშშ დოლარამდე დაფინანსებით.
საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: კოევოლუციური გადაწყვეტები ენერგეტიკაში, განახლებადი ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი: ქარენერგო - 2, მეცნიერება და ენერგეტიკა, საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია, საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია, საქართველოს გეოთერმული ასოციაცია, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”, ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის.  

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: ბ-ნ ჩარლზ ბურჯი - ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელი, ბ-ნ ჯოკ ქონლი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი კავკასიაში, ბ-ნ ჯონ ჰანსენი - ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის დირექტორი, ქ-ნ მარიამ ვალიშვილი - ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე. მათ ისაუბრეს ECI-ს წარმატებულ საქმიანობაზე დაეხმაროს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს შესაბამისი პრაქტიკის დანერგვისა და სექტორის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის გზით.  ქ-ნ ვალიშვილმა ხაზი გაუსვა ECI-ს მნიშვნელობას ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიზისა  და დიალოგის შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, რასაც  პროექტი ახორციელებს ენერგეტიკის დარგში უმაღლესი საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამების საშუალებებით.
 
მეორე ეტაპის საგრანტო პროგრამა შეეხება ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიის წყაროები (გეოთერმული, ქარის, მზის) ენერგო ეფექტურობა, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხო ექსპლუატაციია, ფიქალის აირის მოპოვება და საქრთველოში ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებს შორის  კავშირების გაღრმავება - გაუმჯობესება.  ECI-ს საგრანტო პროგრამა დაეხმარება პროექტებს წარმოადგინონ სამეცნიერო და კომერციულ სახის ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას და მოახდენენ ენერგიის ისეთი ალტერნატიული წყაროების გამოყენების დემონსტრირებას,  როგორიცაა ქარისა და გეოთერმული ენერგიის წყაროები.

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ცერემონიას 40-მდე მონაწილე დაესწრო.
კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები დასახულ ამოცანებს განახორციელებენ 4-11 თვის ვადაში და თავის მხვრივ წვლილს შეიტანენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.  ECI-ს საგრანტო პროგრამის მეორე რაუნდის მიზანიც ხომ ეს გახლავთ - ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობას სტრატეგიული გეგმების წარტმატებით განხორციელებაში.


სემინარი ენერგეტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და ენერგო კომპანიის წარმომადგენლებისათვის
2010 წლის 5 და 6 მარტი,

2010 წლის 5 და 6 მარტს, ენერგეტიკის  შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტის ოფისში გაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც ECI-ს გრანტით დაჯილდოებულმა ოთხმა  უნივერსიტეტმა  (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის  გ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) საქართველოს ენერგო კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ECI-ს, USAID-სა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს ენერგეტიკის მენეჯმენტის ახალი სამაგისტრო პროგრამები.     
სემინარში მონაწილეობა მიიღო 30-მდე  ენერგეტიკის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებელმა და ენერგო სექტორის წარმომადგენელმა.   სემინარის პირველ დღეს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინეს სამაგისტრო პროგრამები - “კონცენტრაცია ენერგო ეკონომიკაში” და  “ელექტროენერგეტიკის ტექნოლოგია და მენეჯმენტი”.  სემინარის მეორე დღე კი დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრეზენტაციებს: “კონცენტრაცია ენერგიის მოხმარების მენეჯმენტში” და “კონცენტრაცია ენერგო მენეჯმენტში”.

სემინარის მონაწილეებს შორის გაიმართა ნაყოფიერი  დისკუსია, რამაც განაპირობა  კარგი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება. განხილულ იქნა ახლად შექმნილ სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, სახელდობრ: ადგილობრივი სტიპენდიები, სწავლების საფასური, სახელმძღვანელოები, სტაჟირების შესაძლებლობები, სტუდენტთა დასაქმება და კომპანიებსა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.  სემინარის მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ დიალოგში და წამოჭრეს არაერთი საზოგადოებისათვის საყურადღებო საკითხი.  სემინარის დახმარებით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ ენერგეტიკის აქტუალური საკითხები და ჩამოეყალიბებინათ ენერგეტიკული საკითხების ადგილობრივ მოთხოვნებზე გათვლილი მიდგომები.

ახლად  შექმნილი სამაგისტრო პროგრამების წარდგენის შემდგომ, ენერგო კომპანიის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავინთი მოსაზრებები აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით და შედგა დისკუსია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აკადემიურ სექტორსა და ენერგეტიკოსებს შორის სამომავლო ურთერთთანამშრომლობას.


სუფთა ენერგია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
22 დეკემბერი, 2009

USAID - ის მიერ დაფინანსებული “ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროექტის ფარგლებში ენერგო ეფექტურობის ცენტრმა გასული წლის 22 დეკემბერს დაასრულა ენერგოეკონომიური ნათურებისა და ენერგოეფექტური სათბობი ღუმელების გადაცემა ქარელის რაიონის თელიანის დასახლებაში დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. ეს ღონიძიებები განხორციელდა ECI - ს საგრანტო პროექტის ”სუფთა ენერგია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის” ფარგლებში.

საგრანტო პროექტის მიზანი იყო ამ დასახლებებში ენერგო მოხმარების ანალიზი და ენერგო დაზოგვის პოტენციალის შესწავლა.

სადემონტრაციო პროექტისათვის დასახლების შერჩევაზე თანხმობის მიღების შემდეგ, ენერგო ეფექტურობის ცენტრის ზემოთ ხსენებულმა პროექტმა თელიანის დასახლებაში მყოფ 54 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა ენერგო ეფექტური ღუმელები და ენერგო ეკონომიური ნათურები.  ჩატარდა ენერგო აუდიტი და დისკუსიები იმ სერთო სარგებელზე, რომელსაც მოიტანდა აღნიშნული პროექტი. აქვე განხილულ იქნა ენერგო ეფექტური ღუმელებისა და ნათურების  სწორად გამოყენების წესები.

ენერგო დაზოგვითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად ამ დასახლებაში წლიურად დაიზოგება 31 400 კვტ.სთ  ელექტროენერგია და 108 m3 შეშა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის განხორციელება ზამთრის ბოლომდე. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინებათ საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს იძულებით გადაადგილებულ პირთა სხვა დასახლებებში მსგავსი ენერგო ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით.


სემინარი სტრატეგიულ დაგეგმარებაზე
ტრეინინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრი ენერგეტიკის დარგში.  ენერგეტიკული კონსორციუმი
18 – 19 დეკემბერი, 2009 წელი

ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის თაოსნობით 2009 წლის 18 – 19 დეკემბერს ჩატარდა სემინარი სახელწოდებით: ”სტრატეგიული გეგმა  ტრეინინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრისათვის ენერგეტიკის დარგში”.  ტრეინინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრი ECI პროექტის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც ხორციელდება ECI-ის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.  USAID ეხმარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამების შექმნაში (სრული სამაგისტრო პროგრამა, კონცენტრაციები-მოდულები), რომლებიც უპასუხებენ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებს. ზემოთ აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს ენერგეტიკის მიმართულებით ინფორმაციის მოძიებას,  ტრეინინგებისა თუ გამოყენებითი კვლევების ჩატარებას.  დღესდღეისობით ეს ერთობლივი პროექტი აერთიანებს: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას, ქუთაისის ა. წერეთლის  და თბილისის გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებს და ენერგო კომპანიებს. ამ დაწესებულებებმა უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მიიღონ მონაწილეობა ცენტრის ჩამოყალიბებაში.
სემინარზე შედგა დისკუსია ახლად შექმნილი კონსორციუმის იმ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ კონსორციუმის წარმატებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და განათლების სამინისტროს, ECI - ს, USAID - ის, საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, თელასის, სემეკის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის,  ქუთაისის ა. წერეთლისა და თბილისის გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სემინარს უძღვებოდა ECI - ს კონსულტანტი დოქტორი ჰამიდ ნეჟადი, რომლის მიერ წაკითხული ლექცია მიზნად ისახავდა მონაწილეთა  სტრატეგიული აზროვნების განვითარებას და ეფექტურ სტრატეგიათა შემუშავებისათვის საჭირო უნარ - ჩვევების გაუმჯობესებას.
სემინარის კონკრეტული მიზნები:

  1. სტრატეგიული გეგმის პროცესის შესწავლა
  2. დისკუსიები ახლად შექმნილი კონსორციუმის სტარტეგიულ საკითხებზე
  3. კონსორციუმის სტრატეგიული გეგმის შემუშავება

სემინარზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

  1. ლიდერობა და სტრატეგიული აზროვნება
  2. სიტუაციური ანალიზი ((SWOT ანალიზი)  Structure® და Decide 2000® პროგრამულ უზრუნველყოფათა გამოყენებით
  3. სცენარის დაგეგმვის პროცესი
  4. სტრატეგიული მიზნების დასახვა
  5. სტრატეგიის ფორმულირება
  6. მიზნებისა და სტარტეგიათათვის პრიორიტეტების მინიჭება Decide 2000® პროგრამულ უზრუნველყოფათა გამოყენებით და;
  7. სტრატეგიის განხორციელების ორგანიზაციული სტრუქტურა

სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სგტრატეგიული გეგმის ძირითად პრინციპებს. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.  

სემინარის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა მათ დაეხმარა სტარტეგიული გეგმის სხვადასხვა ასპექტების გათვითცნობიერებაში. სემინარმა ხელი შეუწყო მათ პროფესიულ ზრდას და  ერთმანეთში აზრებისა და გამოცდილებების გაზიარებaს.


სემინარი “ენერგეტიკის ეკონომიკა, ტექნოლოგია და პოლიტიკა: ამერიკული გამოცდილება”.
2 ოქტომბერი, 2009 წელი

2009 წლის 2 ოქტომბერს, ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტმა ECI-ის ოფისში მოაწყო სემინარი “ენერგეტიკის ეკონომიკა, ტექნოლოგია და პოლიტიკა: ამერიკული გამოცდილება”.

ამ პროექტის ფარგლებში, 2009 წლის აგვისტოში ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ენერგეტიკის განხრით ამუშავებენ საუნივერსიტეტო პროგრამებს, (ECI-ის საგრანტო პროგრამით) იმყოფებოდნენ მედისონში (აშშ) ვისქონსინში გამართულ სემინარზე და გაეცნენ აშშ-ს ენერგეტიკის სფეროს საკვანძო საკითხებს და საუნივესიტეტო მიმართულებებს. სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა კომპანიები და  კვლევითი ინსტიტუტები და გაეცნენ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო პროგრამებს.

ECI-ის ოფისში გამართული სემინარის მიზანი გახლდათ აშშ-ში მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვისა და ECI-ის ხელმძღვანელობისათვის. სემინარს დაესწრნენ  ენერგეტიკის სამინისტროსა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID -ის) წარმომადგენლები.


საგრანტო პროგრამის განხორციელება

ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ენერგეტიკის საგრანტო პროგრამა ძალაში შევიდა ECI-ის მიერ  საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის დღიდან. შემუშავდა სამუშაო გეგმა და ბიუჯეტის განაწილების დეტალური გრაფიკი თითოეული გრანტის მიმღებისათვის.

ECI-იმ ასევე მოამზადა ანგარიშგების სახელმძღვანელო, სტანდარტული  ანგარიშის ფორმების ჩათვლით, რომლის მიხედვითაც თითოეული გრანტის მიმღები აფასებს პროექტის მიმდინარეობას და   წარადგენს დეტალურ ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს თაობაზე.

გრანტის მიმღებთა ანგარიშგება მიმდინარეობს დადგენილი გეგმისა და გრაფიკის მიხედვით.  დღეისათვის ექვსივე გრანტიორი მუშაობს სრული დატვირთვით. ისინი არიან სათანადოდ აღჭურვილი და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებული.  უკვე ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ სამ საგრანტო პროექტს აქვს კარგი შესაძლებლობა განახორციელოს მაღალი დონის სადემონსტრაციო პროექტები.

ECI პერიოდულად მართავს შეხვედრებს  გრანტის მიმღებებთან და განიხილავს პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

ECI პროექტი განაგრძობს განაცხადების მიღებას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საგრანტო პროგრამის პირველ რაუნდზე და იმ   გადაუდებელ საკითხებზე, რომლებიც პრიერიტეტულად არის მიჩნეული საქართველოს ენერგო სექტორისათვის.  ECI პროექტი უახლოეს მომავალში გეგმავს განსაზღვროს ახალი პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება ახალ საგრანტო პროგრამას მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში.


ბ-ნი ჰამიდ ნეჟადის ვიზიტი
4-18 ივლისი, 2009 წელი

2009 წლის 3-18 ივნისს, AEAI-ის კონსულტანტი, ბ-ნი ჰამიდ ნეჟადი, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

პროფესორმა ნეჟადმა ჩაატარა ორი სემინარი თემაზე ”ენერგეტიკის მდგომარეობა მსოფლიოში 2050 წლისათვის”, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ენერგეტიკის ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს. ბ-ნი ნეჟადის მიერ წარმოდგენილ იქნა სტრატეგიულ რეკომენდაციები სასურველი მომავლის მისაღწევად ენერგეტიკაში.

სემინარების ძირითადი თემები იყო: სისტემური მიდგომების გაცნობა შესაძლებელი სცენარების დაგეგმვის პროცესში, მსოფლიოs ენერგეტიკული მოთხოვნილებისა და მიწოდების მამოძრავებელი ძალების ანალიზი, მსოფლიო ენერგეტიკის სცენარების გაცნობა 2050 წლამდე, სასურველი სცენარის მიღწევის სტრატეგიების ანალიზი. სემინარები ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში და დაესწრო დაახლოებით 170-მდე საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წამყვანი სპეციალისტი და პროფესორ მასწავლებელი.

ეს სემინარები ნაყოფიერი იყო როგორც სემინარის მონაწილეებსათვის ასევე მისი ორგანიზატორებისათვისაც. სემინარის იმ მონაწილეებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ECI პროექტის სხვა პროგრამებში, აღნიშნეს, რომ სემინარის შედეგები ძალიან დაეხმარება მათ მომავალო საქმიანობის წარმართვაში.

ბ-ნ ნეჟადმა გამგზავრების წინა კონსულტაციაები გამართა ამერიკაში წამსვლელი 14 ადამიანისათვის, რომლებიც დასწრებიან აშშ-ს ვისკონსინის უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სემინარს თემაზე: ”ენერგეტიკული ეკონომიკა, ტექნოლოგიები და პოლიტიკა”, რომელიც გაიმართება 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. ბ-ნ ნეჟადმა სემინარზე განიხილა ამერიკის კულტურული ღირებულებები და საგანმანათლებლო სისტემა, ასევე ამერიკაში დაგეგმილი მომავალი სემინარის დეტალები.

თავისი ვიზიტის დროს, ბ-ნ ნეჟადი შეხვდა ECI პროექტის სტიპენდიანტებს და კონსულტაციები გაუწია სასწავლო გეგმის უკეთ ჩამოყალიბებაში.

ბოლო შეხვედრა შედგა ECI პროექტის უმაღლესი განათლების საგრანტო პროგრამის მონაწილეებთან. ბ-ნ ნეჟადმა მათთან ერთად განიხილა სასწავლო პროგრამების მმოზადებასთან დაკავშირებული საკითხები და მისცა საჭირო რჩევები სასწავლო პროგრამების უკეთ ჩამოყალიბების მიზნით.


ქ-ნი ლეილა უზიკანინის ვიზიტი
10-23 ივნისი, 2009 წელი

2009 წლის ივნისში საქართველოში იმყოფებოდა AEAI-ის კონსულტანტი - ქ-ნი ლეილა უზიკანინი.

მისი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ”ათენის ენერგო საზოგადოებაში” (Athens Energy Community) გაწევრიანების საკითხზე მიღწეულო პროგრესის განხილვა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ქ-ნ უზიკანინმა ასევე ჩაატარა პრეზენტაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებისათვის, ”ათენის ენერგო საზოგადოების” მიზნების და ამოცანების თაობაზე, ამ საზოგადოგოების ინსტიტუტებზე და მონაწილე მხარეებისათვის ენერგო საზოგადოების ხელშეკრულებით განსაზღრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებზე.

ქ-ნ უზიკანი კვლავინდებურად აგრძელებს საქართველოს ენერგო სექტორის სახელმწიფო ინსტიტუტების და ენერგოკომპანიების შეფასებას და ამ ორგანიზაციებისათვის კადრების ტრეინინგ გეგმების მომზადებას.


ენერგეტიკის  სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტმა უმასპინძლა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში გამართულ შეხვედრებსა და სემინარებს თემაზე - ინვესტიციები საქართველოს ჰიდრო ენერგეტიკაში
26 მაისი, 2009წელი

USAID-ის თანადგომით AEAI საქართველოს მიერ საქართველოში მოწვეულ იყვნენ ორი ექსპერტი ბატონები ჯონ გულივერი Pierce Atwood – დან და კენ ვეინერი Nixon Peabody-რათა ისინი გაძღოლოდნენ საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე შექმნილ ექსპერტთა საბჭოს მუშაობას და სემინარს, რომელიც გაიმართა 2009 წლის 21 მაისს.

ამერიკელი ექსპერტების მოწვევის ერთ-ერთი მიზანი იყო, კერძო სექტორში ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე მათი დიდი საკონსულტაციო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ გამოცდილების მისადაგება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო პროგრამაზე. ექსპერტების ამოცანას წარმოადგენდა გაეანალიზირებინათ ამბიციური საინვესტიციო პროგრამა, რომელიც მიზნათ ისახავს კერძო ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში ახალი მცირე, ახალი მცირე, საშუალო და დიდი ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით. (გამომუშავებული ელექტროენერგიის შემდგომი რეალიზაციით თურქეთში).

ექსპერტთა საბჭოს შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მოწვეული ინვესტორები და ჰიდრო ელექტროენერგეტიკის წამყვანი ექსპერტები.

ამ შეხვედრების მიზანი იყო კერძო ინვესტორების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მოთხოვნების და საჭიროებების უკეთ გაცნობა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ამ შეხვედრების დროს მრავალი საინტერესო საკითხი იქნა განხილული, მათ შორის: ჰიდროენერგო პოტენციალის განვითარება საქართველოში, განახლებადი ენერგო რესურსები, ენერგო უსართხოება და საიმედოობა. ექსპერტებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია საქართველო ჰიდრორესურსებით, ამ რესურსების მატერიალური, სტრატეგიული და გარემოს დაცვითი მნიშვნელობა და როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ინვესტორების დაინტერესება ახალი ჰიდრორესურსების ათვისების, ელექტროენერგიის ბაზარზე მიწოდების და გადამხდელუნარიანი მყიდველის მოზიდვის მიზნით.

ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოიჩინა განსაკუთრებული გულახდილობა ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშჳრებულ საკითხებზე. ბატონმა ჯონ გულივერმა განაცხადა, რომ ”ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ასეთი დონის გულახდილობა და გამჭვირვალეობა იშვიათობაა, რაც ქმნის ძალიან კარგ გარემოს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების მოსაზიდად”

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველომ შეიმუშავა გრდძელვადიანი, ამბიციური, მაგრამ განხორციელებადი საინვესტიციო პროგრამა ახალი ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად.Aამ მიზნის მისაღწევად ბევრი წინაპირობა უკვე არსებობს: ჭარბი ჰიდრორესურსები; ჯეროვანი სამართლებლივი და მარეგულირებელი ბაზა, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გეგმა, მზარდი მოთხოვნის ბაზარი მეზობელ ქვეყანაში.

შეხვედრის ყველა მონაწილე დაეთანხმა იმ აზრს, რომ საქართველოს მთავრობამ ინვესტორებს უნდა შესთავაზოს ისეთი საინვესტიციო პაკეტები, რომლებიც ადვილად შესაფასებელი იქნება, რაც თავის მხრივ ხელს შუწყობს ინვესტორების მიერ სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას.

ექსპერტებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს ჰიდროენერგეტიკის სფეროში არსებულ საკადრო რესურსების საკითხს. მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები წლების განმავლობაში წარმატებით ამზადებენ მაღალ კვალიფიციურ ინჟინერ ენერგეტიკოსებს და ჰიდრომშენებლებს. როგორც მოწვეულმა ექსპერტებმა აღნიშნეს: ”ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება; ენერგეტიკის ფაკულტეტებს ყოველწლიურად წარმატებით ამთავრებს მრავალი მაღალი დონის სპეციალისტი. ეს ფაქტორი საყურადღებოა ინვესტორებისთვისაც, იმდენად, რამდენადაც მაღალი რანგის სპეცილისტი მუდამ მოთხოვნადია. ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისია, რადგან ბევრ ქვეყანას არ ძალუძა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნა ადგილობრივი კადრებით”.

ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს. მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიციები და ცნობილი საინვესტიციო კომპანიები. ექსპერტებმა გამოავლინეს ის ძირითადი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორის სექტორის განვითარებას, ხოლო ის მიდგომები რომლებიც იქნა შემუშავებული დაეხმარება საქართველოს გადაიქცეს მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად.


სემინარი თემაზე: “პრობლემათა გადაწყვეტისა და გადაწყვეტილაბათა მიღების მეთოდები”
28 -29 აპრილი, 4-5 მაისი, 2009წელი

ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის თაოსნობით 18- 29 აპრილსა და 4- 5 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარები ენერგეტიკის განხრით მომუშავე საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებისა და ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებისათვის.

ლექცია თემაზე: “პრობლემათა გადაწყვეტისა და გადაწყვეტილაბათა მიღების მეთოდები” წაიკითხა ECI პროექტის წამყვანმა ექსპერტმა და მეტროპოლიტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჰამიიდ ნეჟადმა.

სემინარის მთავარი ამოცანა გახლდათ სისტემური მიდგომების ჩამოყალიბება პრობლემათა ფორმულირების, პრობლემათა გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებათა მიღებისას ხაისხობრივი და და რაოდენობრივი მიდგომების გათვალისწინებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დოქტორ ჰამიდ ნეჟადის მიერ შემუშავებული პროგრამული საშუალებების პრაქტიკულ გამოყენაბაზე.
აღნიშნული სემიმარის მიზანი იყო ერთის მხრივ, დახმარებოდა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს პრობლემათა მოგვარებისა და გადაწყვეტილებათა მიღების საკითხებზე სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებაში და მეორეს მხრივ, ენერგეტიკის დარგში მომუშავე ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე.

სემინარების ჩატარდა ცალ-ცალკე-პროფესორ მასწავლებლებისათვის და ენერგეტიკის დარგის სპეცილისტებისათვის. ორდღიანი სემინარის პირველი დღე დაეთმო სალექციო კურსს, ხოლო მეორე - ლაბორატორიულ სამუშაოებს, კომპიუტერული პროგრამების “Structure®” და “Decide 2000®” გამოყენების სწავლებას.
სემინარში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და ხელმძღვანელმა პირმა.

სემინარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.  მონაწილეებმა განხილული თემები აქტუალურად მიიჩნიეს და მომავალში მსგავს სემინარებში მონაწილეობის მიღების სურვილიც გამოთქვეს. ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა შემდეგმა თემებმა: პრობლემათა გადაწყვეტის კონცეფციები, მოდელირების პროცესი, სისტემური აზროვნება.

სემინარის ყველა მონაწილეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.


დისკუსიები ენერგეტიკის სფეროში საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევებისა და უმაღლესი განათლების ირგვლივ
6 მარტი, 2009წელი

მიმდინარე წლის 6 მარტს, ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტმა თბილისის ტქენიკურ უნივერსიტეტში მოაწყო სემინარი, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი ენერგეტიკაში და ენერგეტიკული საგანმანათლებლო პროგრამების ხედვა საქართველოში.
ბრეინსტორმინგის სესიას დაესწრნენ წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც დაინტერესდნენ ECI-ის მიერ წამოწყებული პროექტით დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული სასწავლო კურსებისა თუ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნაში.

სემინარის მიზანი იყო დახმარებოდა ადგილობრივ უნივერსიტეტებს, იმის გარკვევაში (ECI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით), თუ რა რესურსებია საჭირო მომავალში ენერგეტიკის სექტორის კვალიფიციური პერსონალით დასაკომპლექტებლად.
Copyright © 2009 AEAI, Inc. All rights reserved.
The information provided on this website is not official U.S. Government information and does not represent the views or position of U.S. Agency for International Development or the U.S. Government